86
გავრცელებული ინფორმაციით, გურიის სოფელ ჯუმათში დიდთოვლობის გამო სახლი ჩამოინგრა. როგორც “მოხალისეები გურიისთვის” ფბ ჯგუფში წერენ ნგრევაში მოყოლილია მცირეწლოვანი ბავშვი, ტექნიკა კი ასვლას ვერ ახერხებს.
ჯუმათში სახლია ჩანგრეული და მცირეწლოვანი ბავშვია მოყოლილიო, ტექნიკა ვერ ადის. ადგილი სამწუხაროდ არ ვიცი.. მამუკა ჩხარტიშვილია ოჯახის წევრი. იქნებ ვინმემ იცოდეთ მდებარეობა. ცოცხალი ძალაა საჭირო გზა რომ გაიწმინდოს”, – წერენ “მოხალისეები გურიისთვის” ჯგუფში.