რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ქალაქ სევასტოპოლის მაცხოვრებელი, რომელიც მხოლოდ რამილად არის იდენტიფიცირებული, და მისი მეგობარი დენისი საქართველოში არ შემოუშვეს, იტყობინება სევასტოპოლის პრორუსული გამოცემა ForPost 13 ოქტომბერს.
გამოცემის თანახმად, რამილმა განაცხადა, რომ ისინი საქართველოს სადახლოს სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან უკან გააბრუნეს მას შემდეგ, რაც რუსული პასპორტები წარადგინეს და განაცხადეს, რომ „სევასტოპოლი რუსეთის ნაწილია“. მისი თქმით, ქართველმა მესაზღვრეებმა მათ პასპორტებში გაცემის ადგილზე მიუთითეს და აღნიშნეს: „აქ წერია ხერსონის ოლქი – ეს უკრაინაა“.
იმავე გამოცემამ განაცხადა, რომ მამაკაცებს ქვეყანაში შესვლა სამუდამოდ აუკრძალეს, და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება „აგრძელებს მიკერძოებას სევასტოპოლიდან და რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდან ჩამოსული გარკვეული მოგზაურების მიმართ“.
წერილობითი შეტყობინების თანახმად, მამაკაცებს ქვეყანაში შესვლაზე უარი 9 ოქტომბერს ეთქვათ, რაზეც ხელისუფლებამ მიუთითა „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზები“, რაც ასეთ შემთხვევებში გამოყენებული სტანდარტული ფრაზაა.
This post is also available in: English