WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც სემეკს უფლება ექნება, მოხმარებული გაზისა და წყლის მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.

კანონპროექტი დაჩქარებული სახით განიხილება, რადგან კომისიამ მომდევნო წლის ტარიფებს 2026 წლის ბოლოს უნდა გადახედოს.

„აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

წლებია, 2008 წლიდან, იგივე წესი მოქმედებს ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, მომხმარებელი დაყოფილია სამ კატეგორიად:

  • ჯგუფი, რომელიც ყველაზე ნაკლებ დენს მოიხმარს, ყველაზე შეღავათიანი ფასით სარგებლობს;
  • მოხმარებული მეტი ელექტროენერგია კი გაზრდილ ტარიფს ნიშნავს.

მაგალითად, მიმდინარე პერიოდში, 2027 წლის 1 იანვრამდე, თბილისში დენზე საყოფაცხოვრებო ტარიფი ასეთია:

  • 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 20,041 თეთრი;
  • 101-დან 301-ის ჩათვლით - 24,053 თეთრი (20%-ით მეტი);
  • 301-ზე მეტი - 28,537 თეთრი (42%-ით მეტი).