სენატორები რიში და შაჰინი: ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ იქნება ჩუმად მაშინ, როცა სიტუაცია უარესდება

2 weeks ago 5

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც სენატორების განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის კონგრესში არის ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. მათივე თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ იქნება ჩუმად მაშინ, როცა სიტუაცია უარესდება.

“ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული სიტუაციით, სადაც მშვიდობიან პროტესტს მოჰყვა უხეში ძალის გამოყენება და ძალადობა, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, უარი ეთქვა უმრავლესობის მისწრაფებებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელთაც აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. აშშ-ის კონგრესში არის ძლიერი ორპარტიული, ორპალატიანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ საქართველოს მთავრობა და პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობასა და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პასუხი აგონ. მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოხატოს თავისი პოზიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის ამჟამინდელ გამოყენებასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციას, უზრუნველყონ საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა.

ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა, გამოვიყენოთ აშშ-ის მთავრობის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, რათა შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ქმედებებს აქვს შედეგები. ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ დაჯდება ჩუმად, მაშინ, როცა ეს სიტუაცია უარესდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა