აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტ ბაიდენს ივანიშვილის გუნდის ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეყვანისკენ მოუწოდებს. განცხადება ბენ კარდინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გააკეთა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობრივი რეპრესიების ორკესტრირებაზე, მათ შორის გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესებით. ახლა არის დრო, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველ ხალხთან დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში“, – განაცხადა ბენ კარდინმა.
სენატორმა „ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაგმო. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე.
ბენ კარდინმა “ოცნების” მიერ ჩატარებული ერთკაციანი არჩევნებიც შეაფასა და თქვა, რომ “„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ბუნება საკუთარ მედროშედ ცნობილი ანტიამერიკული პროვოკატორის, მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით”.
კარდინის თანახმად, ყაველაშვილი ცენტრალური ფიგურაა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში, მათ შორის მისი რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის თანაავტორობაში“.
„როდესაც ქართველი ხალხი შაბათს მასობრივად შეიკრიბა ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვანები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან“ – დასძინა მან.