სენატორი: რეპრესიებზე პასუხისმგებლებს მაგნიტსკის სანქციები უნდა დაუწესდეთ

5 days ago 5

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი გმობს საქართველოში მომიტინგეების დარბევას და აცხადებს, რომ იმ პირებს, ვინც ძალადობრივი რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელი, გლობალური მაგნიტსკის სანქციები დაუწესდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი ბუნება ცნობილი ანტიამერიკელი პროვოკატორის მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით. ბატონი ყაველაშვილი იყო ცენტრალური ფიგურა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში, მათ შორის რუსული სტილის უცხოური აგენტების შესახებ კანონის თანაავტორობით“, – აცხადებს სენატორი ბენ კარდინი.

ბენ კარდინის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვანები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა დააყენოს იმ პირების ანგარიშვალდებულების საკითხი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ ძალადობრივი რეპრესიების ორკესტრირებაზე, მათ შორის გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესებით.

ახლა არის მომენტი, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე“, – აცხადებს ბენ კარდინი.

სრულად წაკითხვა