WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11

გირჩის წევრი, ალექსანდრე რაქვიშვილი:

,,სერბეთზე ისე აღელდა ხალხი, გეგონება, ჩვენთან უნივერსიტეტები ისეთივე პოლიტიკურად აქტიურები არიან, როგორც იქ, და აი, ცოტაც და პროტესტის ავანგარდში აღმოჩნდებიან. პროტესტი კი არა, პოლიტიკური დებატების ჩატარების ეშინიათ ჩვენ უნივერსიტეტებს, ხოლო პროტესტების დროს არდადეგებს აცხადებდნენ 🙂 ასე რომ სერბეთამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი.

ხოლო, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ეს ბრაზილიაში კომუნისტი ლულას გამარჯვება. ეს არის თავისუფალი სამყაროსთვის ძალიან ცუდი შედეგი, რადგან ლულას ბრაზილია კომუნისტური იდეების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია. ჩვენი მტერი კი, პირველ რიგში, ზუსტად რომ კომუნიზმი და სხვა სოციალისტური შხამია, რომელიც ადამიანის ტვინებს წამლავს. იყო შანსი, რომ ერთი ამორალური რეჟიმით ნაკლები იქნებოდა სამყაროში, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.“