სერბეთში ჩატარებულ არჩევნებს და სტუდენტური ოპოზიციური მოძრაობის გამარჯვებას კონკრეტული შეფასებებით და პოზიტიური მოლოდინებით ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით ქაცარავა:
“ვენესუელა, სირია, უნგრეთი, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი.
დღეს უკვე სერბეთი განთავისუფლდა რუსეთისგან, სადაც სტუდენტებმა და სერბული საზოგადოების 67% გააკეთეს არჩევანი პრორუსული მმართველობის წინააღმდეგ.
სერბეთში პოლიტიკა და სპორტი არ გაიმიჯნა და ყველაზე ცნობილმა და პოპულარულმა სერბმა სპორტსმენმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისუფლების მხარე დაიჭირა!
სერბეთი გათავისუფლდა და რუსეთმა კიდევ ერთი საყრდენი დაკარგა!
მოვა დღე და რუსეთის ერთ-ერთი უკანასკნელი სტრატეგიული პარტნიორი, რუსის მონა ქოცარასტების მიერ დაპყრობილი საქართველოც განთავისუფლდება ქოცარასტული სიმსივნისგან!
დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს!
დიდება თავისუფალ საქართველოს!” – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა