სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

5 hours ago 5

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვირის დნმ “საბირ ჩილდირლის” და “ფამილ მაგაროვის” ნიმუშებში გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან.

ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

ლაბორატორიული კვლევით, სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა:

ხორცის ფარში – მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო), მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025;

ხორცის ფარში – მწარმოებელი: ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო), მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა,” – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა