14
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა – ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი აქვეყნებს:
,,თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სწრაფი კვების ობიექტში – შპს „ფლოვ თბილისი“ (მისამართი: თბილისი, კანდელაკის ქუჩა N6) გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დარღვეული იყო ასევე სურსათის ეტიკეტირების წესი. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
განმეორებითი დარღვევებისა და რეგისტრაციის არქონის გამო გამო დაჯარიმდა შპს „რ ნ ა ენთერფრაისიც“ (მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა N2). ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები.
კანონმდებლობის შესაბამისად, ორივე კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.”
საერთაშიროსო alia.ge