“სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ხვალ  ხელს მოვაწერ ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძანებას” – ტრამპი

15 hours ago 5

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში Truth Social, წერს:

მრავალი წლის განმავლობაში, მსოფლიო ფიქრობდა, რატომ იყო ამერიკის შეერტებულ შტატებში რეცეპტით გასაცემი მედიკამენტები და ფარმაცევტული საშუალებები იმაზე გაცილებით მაღალი ფასით, ვიდრე სხვა ქვეყანაში, ზოგჯერ კი ზუთჯერ ან ათჯერ უფრო ძვირი, ვიდრე იგივე პრეპარატი, რომელიც ზუსტად იმავე ლაბორატორიაში ან ქარხანაში, იმავე კომპანიის მიერ მზადდება??? ამის ახსნა ყოველთვის რთული და ძალიან უხერხული იყო, რადგან, სინამდვილეში, არ არსებობდა სწორი ან სამართლიანი პასუხი. ფარმაცევტული კომპანიები წლების გნამვალობაში ამბობდნენ, რომ ეს კვლევისა და განვითარების ხარჯები იყო და რომ ყველა ეს ხარჯი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მხოლოდ ამერიკის “არამზადებს” ეკისრებოდათ და დაეკისრებოდათ…

კამპანიის შემოწირულობებს შეუძლიათ საოცრებების მოხდენა. ჩვენ ვაპირებთ სწორი საქმის კეთებას, რასაც დემოკრატები მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდნენ. სწორედ ამიტომ, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ხვალ დილით, 09:00 საათზე, თეთრ სახლში, ხელს მოვაწერ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმასრულებელ ბრძანებას. რეცეპტით გასაცემი მედიკამენტებისა და ფარმაცევტული საშუალებების ფასები თითქმის დაუყოვნებლივ, 30%-დან 80%-მდე შემცირდება.

…მე დავაწესებ ყველაზე ხელსაყრელი ერის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები გადაიხდის იმავე ფასს, რომელსაც ერი,  რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასს იხდის. საბოლოოდ, ჩვენს ქვეყანას სამართლიანად მოეპყრობიან და ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვის ხარჯები შემცირდება ისე, როგორც მათ აქამდე არც კი უფიქრიათ. გარდა ამისა, ყველაფერთან ერთად, შეერთებული შტატები ტრილიონობით დოლარს დაზოგავს…” .

სრულად წაკითხვა