თინათინ აბაშიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
იცით ყველაზე ცუდი რაარის??? მე-6 დღეა ასე ვართ და ახლა მობილიზდა ყველაფერი.
ტელეფონის ბოლო ელემენტებდ ვიყენებ ამ პოსტისთვის. არც შუქია, არც წყალი, არც გზა. ღმერთს მადლობა ჩემს ოჯახს მობილიზებული ჰქონდა საკვები და საარსებო საჭიროებები, თუმცა სხვას??? ელემენტარული, გარეთ ვერ გადის ხალხი, ფანჯრამდე თოვლში ვართ. მსხვერპლი სანამ არ მოჰყვა ამბავს მანამდე არაფერი იცოდა საქართველომ. სრულიად მოწყვეტილი ვართ გარესამყაროს, ოჯახში ყველა ტელეფონი გათიშულია, უკვე მერამდენე დღეა, (ახლა ჩემით გაითიშება) მეზობლის გენერატორით ვტენიდი მობილურს, (ორ დღეში ერთხელ) თუმცა მასაც ამოეწურა რესურსი. სანთლებიც კი აღარ გვაქვს, სიბნელეში და უიმედო მდგომარეობაში ვართ. შუქზე აღარაფერს ვამბობ, წყალიც არ გვაქვს, სასმელი წყლისთვის თოვლს ადნობს ხალხი, რომ დალიონ. ვისაც გათბობა დენზრ ჰქონდა იყინება მერამდენე დღეა. ჩემი ოჯახის მაგალითზე კიდევ ნორმალურად გადავურჩით, სულ დალეწა თოვლმა ყველაფერი, სხვებზე ვფიქრობ და მედარდება, რამდენი მარტოხელა მოხუცია, რამდენს უჭირს ალბათ.