დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას ნარკოდანაშაულის ბრალდება აქვს წაყენებული. დიზაინერს პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ამ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან დიზაინერის მეგობრები და ამბობენ, რომ დათუნა მომხმარებელი იყო და არა გამსაღებელი.
ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი:
“დათუნა სულიკაშვილი იყო მომხმარებელი. იმდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა, როცა გავიგე, რომ დააკავეს, გავიფიქრე, იქნებ ასე გადარჩეს-თქო. ის, რომ კანონით 1 გრ დიდი რაოდენობა ყოფილა, არ ნიშნავს ნივთიერების რეალიზაციას. რეალიზაცია კი არა, ყველა მისი ახლობელი, მეგობარი და ნაცნობიც კი განახებთ მესიჯებს, რომ მუდამ ფულს ითხოვდა.
მე ვგულშემატკივრობ დათუნას. რადგან ზუსტად ვიცი, როგორ არ უჯერებდა მეგობრებს მკურნალობაზე და ისიც ზუსტად ვიცი, რომ მისი ცხოვრება მძიმედ დასრულდებოდა, ციხე მისთვის ახლა გადარჩენის შანსია.
დათუნა, მიყვარხარ!”
ენდი ძიძავა, მსახიობი:
“აი, ვზივარ და ვფიქრობ, გამოვაქვეყნო თუ არა დათუნა სულიკაშვილის ჩემთან მიმოწერა, მაგრამ უფლებას ვერ ვაძლევ საკუთარ თავს მისი თანხმობის გარეშე გამოვფინო აქ წერილები, რომლებიც ძიებასაც კი გამოადგება მისი ნარკოგამსაღებლის უდანაშაულობის მტკიცების ნაწილში… ალბათ ჩემნაირად რამდენი ფიქრობს…
რა რეალიზატორი? ვინ დაიჯერებს ამას დათუნაზე?!.. ავად რომ იყო ეს მთელმა თბილისმა იცოდა.
პ.ს. ვინც მიცნობთ, წესით, ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ნარკოდანაშაულისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო – მე მზად ვარ წარგიდგინოთ მიმოწერა. ამ მიმოწერით ( და ასეთი მიმოწერები მრავლად მოიძებნება დათუნას სამეგობროში) ნათელი გახდება ის, რომ დათუნა და ნარკორეალიზაცია ერთად ერთი დიდი აბსურდია.
ბოლო წერილი გუშინწინ მოწერილია, რომელზედაც უბრალოდ აღარ ვუპასუხე.”
თაკო დოლაბერიძე, ივენთ მენეჯერი:
“მეც მაქვს მიმოწერები, მეც მზად ვარ, მაგრამ დათუნას არავინ არ დააბრალებს მაგას, მჯერა მაგისი. იმისიც მჯერა, რომ კარგად იქნება და კიდევ უფრო კარგად გაუძღვება თავის საქმეს. წარმატებაც წინ აქვს!”

1 day ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·