სიმპტომები, რომლებიც კიბოს გამოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე ვითარდება

3 hours ago 4

სიმპტომები, რომლებიც კიბოს გამოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე ვითარდება

ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრი იმ სიმპტომების შესახებ წერს, რომლებიც კიბოს გამოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე ვითარდება. 

მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. წონაში უმიზეზოდ კლება – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ყოველგვარი ძალისხმევისა და მიზეზი გარეშე წონის უეცარი კლება.
  2. დაღლილობა – უკიდურესი დაღლილობა, როდესაც მდგომარეობას არც დასვენება და არც გართობა არ აუმჯობესებს. ექიმების თქმით, კიბო ორგანიზმს ფიტავს, რაც უკიდურესი დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. 
  3. ცხელება – ტემპერატურის მატება გაციებასა და ვირუსს ყოველთვის თან ახლავს. მაგრამ თუ ცხელება გარკვეული მიზეზების გარეშე ვლინდება, ეს ერთ-ერთი საყურადღებო სიმპტომია.
  4. ცვლილებები კანზე –  სიყვითლე (თვალების ან თითის წვერების გაყვითლება) ერთ-ერთი სიმპტომია, რომელიც ინფექციაზე ან კიბოზე შეიძლება მიუთითებდეს. ამიტომ, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, თუ სიყვითლის რაიმე ნიშანს შეამჩნევთ.  ასევე, საყურადღებოა ხალებიც – თუ ისინი ფერს იცვლიან ან მუქდებიან. 

Post Views: 47

editor

Leave a Comment

კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.

სრულად წაკითხვა