WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ევროკავშირის წარმომადგენლობა “სინანულს გამოთქვამს” გორში ფესტივალ “კამარას” გადადების გამო. ფესტივალი 26 სექტემბერს იყო დაგეგმილი და ის მუსიკოს Kordz-ის უნდა დაეხურა.

”სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “კრეატიული კომპასი საქართველოს” ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი “კამარა” ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს.

30 წელია ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში – ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვნებასა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპე ლ კოლეგებთან აკავშირებს.

ევროკვაშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა” – წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, 26 სეტემბერს, გორში დაგეგმილი იყო ფესტივალი “კამარა”, რომლის გადადების შესახებაც სოციალურ ქსელში ფესტივალის ორგანიზატორმა “დანიის კულტურის ინსტიტუტმა” დაწერა და გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა.

“მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, “ოცნების” წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!” – დაწერა მუსიკოსმა ფესტივალის გადადების შემდეგ