სირიაში ანტისამთავრობო ძალები უტევენ დედაქალაქ დამასკს, მათ ჰომსში შეაღწიეს დასაპატიმრო დაიკავეს.
ქალაქში მოქმედებს აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოების რამდენიმე ოფისი, იტყობინება Reuters-ი.
ქალაქ ჯარამანაში, დედაქალაქის ცენტრიდან 10 კილომეტრში, შეკრებილმა ხალხმა ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მამის, ჰაფეზ ალ-ასადის ბიუსტი ჩამოაგდეს კვარცხლბეკიდან.
ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, ხელისუფლება სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. თვითმხილველების თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს სამხედროებიც შეუერთდნენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ქალაქიდან ირანელი სამხედროების და დიპლომატების ევაკუაცია მოხდა. ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.
Wall Street Journal-ი ირწმუნება, რომ კაირომ მიიწვია ბაშარ ასადი ემიგრაციაში მყოფი მთავრობის შესაქმნელად. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 დეკემბერს განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
დამასკის პარალელურად, ანტისამთავრობო ჯარებმა იერიში მიიტანეს ჰომსზე, რომელიც სიდიდით მესამეა დამასკსა და ალეპოს შემდეგ და რომელსაც უკვე აკონტროლებს სირიელ მეამბოხეთა დაჯგუფება, რომელსაც "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი" (აღიარებულია ტერორისტულ ჯგუფად შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში) მეთაურობს. საღამოს ცნობებით, ქალაქში ბრძოლები უკვე მიმდინარეობს.
მეამბოხეებმა კონტროლი ქალაქის ცენტრალურ ციხეზე აიღეს. ჰომსის დაკავება მეამბოხეების მიერ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მმართველობას რეალურ საფრთხეს უქმნის. ჰომსის დაპყრობით დამასკი მოწყდება სანაპირო ზონებს, მათ შორის ლატაკიას და ტარტუსს, სადაც რუსული სამხედრო ბაზები მდებარეობს.
7 დეკემბერს მეამბოხეებმა გამოაცხადეს, რომ დაიკავეს სამხრეთში დარაას არეალის ნაწილი, სადაც 2011 წელს ასადის საწინააღმდეგო ამბოხება დაიწყო. დამასკი ამ ქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.
წინა დღეს მეამბოხეებმა სირიის სიდიდით მეოთხე ქალაქი ჰამა დაიკავეს. მეამბოხეთა კოალიციამ მოუწოდა ასადის ერთგულ ძალებს იარაღი დაყარონ.
სირიაში შიდა კონფლიქტი 2011 წლებს დაიწყო. 2021 წლამდე მიმდინარე დაპირისპირების განმავლობაში 305000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, იტყობინებოდა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი 2022 წელს. ასადმა თავის დროზე დაიბრუნა კონტროლი სირიის უმეტეს ნაწილზე მას შემდეგ, რაც მას მთავარი მოკავშირეები - რუსეთი, ირანი და ლიბანის ჰეზბოლა - მხარში დაუდგნენ.
7 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სირიის კონფლიქტში არ ჩაერევა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "დაუშვებელია ტერორისტულ დაჯგუფებას ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების საშუალება მიეცეს შეთანხმებების დარღვევით", - განაცხადა ლავროვმა და მოიშველია გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის რეზოლუცია, რომელიც, მისი თქმით, "მტკიცედ ადასტურებს სირიის არაბული რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობას და ერთიანობას".