სისხლიანი დაპირისპირება კახეთში – ერთი პირი მოკლულია და ერთი – დაჭრილი

5 hours ago 3

1

მთავარი არხის ცნობით, კახეთში, 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. დაჭრილია სავარაუდო თავდამსხმელი პირიც, ის სამკურნალოდ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა ახმეტაში წყაროების ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მოკლულიც და მკვლელიც სოფელ ქისტაურში ცხოვრობენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო. წინასწარი ვერსიით, თავდაპირველად რ.ლ.-ს ესროლეს, რის შემდეგაც მან ჯ.კ.-ს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

სრულად წაკითხვა