ბოლო 11 შეხვედრიდან მანჩესტერ სიტიმ ყველა ტურნირზე მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი, კევინ დე ბრუინი დაუბრუნდა, "ქალაქელები" კრიზისიდან მაინც ვერ გამოდიან.
შესაბამისად, კლუბში გადაწყვიტეს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სასწრაფოდ გაძლიერდნენ, ერთ-ერთი კანდიდატი კი ხვიჩა კვარაცხელიაა, რის შესახებაც Teamtalk-მა დაწერა.
სიტიში ახლა შეტევის მარჯვენა ფლანგზე დოკუ და გრილიში თამაშობენ. ჯეკს უკვე 40 თამაშზე მეტია გოლი არ გაუტანია, არადა მასში 100 მილიონი ევროა გადახდილი, ჟერემი კი ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და ფორმის აღსადგენად დრო სჭირდება.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ პეპს მარჯვენა ფლანგზე ძლიერი ფეხბურთელი სჭირდება, რომელიც თამაშში განსხვავებას შექმნის, ფულის გადახდა რომ სიტისთვის პრობლემა არ არის, ეს ყველასთვის ცნობილი ამბავია.