“სიტყვამ ”რევოლუცია” არ შეგაშინოს, მკითხველო!“ – ზვიად ცეცხლაძე სასამართლოში ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ციტირებდა

2 weeks ago 7

1

მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით, – ასე დაიწყო სასამართლო პროცესზე საკუთარი მიმართვა “დაფიონის” დამფუძნებელმა, ზვიად ცეცხლაძემ.

მან ილია ჭავჭავაძის სიტყვები მოიშველია და აღნიშნა, რომ მაშინ მისი სიტყვაც კანონდარღვევა უნდა იყოს, სადაც ის ამბობს, რომ რევოლუციაზე საუბრობს.

“სიტყვამ ”რევოლუცია” არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ასეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ“, – წერდა ილია.

საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ეს საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვაძლევს წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რათა დემოკრატიული სახელმწიფო შენარჩუნდეს…. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, გავიმარჯვებთ სახელოვნად“,- განაცხადა ცეცხლაძემ.

“დაფიონის” ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს – უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს ის სახლში აბსოლუტურად მარტო. ახალგაზრდას მობილური ტელეფონიც არ ჰქონდა, რომ მის სახლში მიმდინარე პროცესები გადაეღო.

ცნობისთვის, სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სრულად წაკითხვა