ახალი პაპი აირჩიეს. სიქსტის კაპელის თავზე თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმის სიგნალია, რომ კარდინალებმა კონკლავის მეორე დღეს ახალი პაპი აირჩიეს.
ახალი პაპის ვინაობა და სახელი მალე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ პაპის არჩევაში ჩართული იყო 133 ხმის მიმცემი კარდინალი, რომლებიც კონკლავის დროს ვატიკანში იყვნენ გამოკეტილები.
ახლა წმინდა პეტრეს ბაზილიკის ზარები რეკავენ ახალი პაპის არჩევის ამბის აღსანიშნავად.
ვატიკანის მთავარ მოედანზე შეკრებილმა ხალხმა აპლოდისმენტების დაკვრა დაიწყო, როდესაც სიქსტის კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - წერს CNN.