სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების ნაწილი შემცირდა

1 hour ago 1

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებაზე არსებული ჯარიმების ნაწილი მცირდება.

კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება შემდეგი სახით:

  • 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 50
    ლარი;
  •  30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 100
    ლარი;
  •  50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის − 300 ლარი.

ამასთანავე,  ახლებურად განსაზღვრება პასუხისმგებლობას საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან/და თვითნებური განადგურებისთვის.

კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა.

ამასთანავე, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა ჩამონათვალს ემატება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების დაზიანების ან/და თვითნებური განადგურების ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები.

სრულად წაკითხვა