5
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„პრეზიდენტობა მეორედ ყოველთვის უკეთესია, ხოლო მესამედ კიდევ უფრო უკეთესი“, – აღნიშნა ტრამპმა და განმარტა, რომ, „უბრალოდ, ხუმრობდა“.
მოგვიანებით, სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თავზე წითელი კეპი დაიხურა წარწერით „Trump 2028“ და განაცხადა, რომ ის მეოთხედ იყრის კენჭს პრეზიდენტობის კანდიდატად, რათა თანამდებობის მესამედ დაკავება სცადოს.
„სიხარულით ვაცხადებ ჩემს განზრახვას – და ეს გარკვეულწილად სენსაციაა – ვიყო შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი მეოთხედ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორების მიხედვით, არცერთ პირს არ შეუძლია, ქვეყნის პრეზიდენტი ორ ვადაზე მეტჯერ იყოს.

6 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·