სკანდალი გრძელდება – ემოციური პოსტებისა და მინიშნებების ნაცვლად, ერთადერთი სწორი გზა არის ფაქტების დამტკიცება ნამდვილი ხარისხის სერტიფიკატებით

2 days ago 2

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდს მიმართავს:

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა (PHIG) და „უსაფრთხო დანამატები საქართველოს“ (SSG) ოფიციალური შეფასებით, „VitaNuki“ (Nuki Cosmetics) არ არის რეკომენდებული.

პროდუქტის ეტიკეტზე გამოყენებულია „ბუნების ოზემპიკი“, რაც წარმოადგენს სავაჭრო ნიშნის დარღვევას („Ozempic“ არის Novo Nordisk-ის რეგისტრირებული პრეპარატი), ასევე არ არსებობს ხარისხის სერტიფიკატები (GMP, CoA) და მითითებულია დაუმტკიცებელი ჯანმრთელობის პრეტენზია („ბუნებრივი წონის მართვა“).

საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა

1. საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ (20 მარტი, 1996, №151-IIს)

• კრძალავს მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას პროდუქტზე მითითებული ცრუ ან დაუდასტურებელი ინფორმაციით.

• „ბუნების ოზემპიკი“ ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პროდუქტი დაკავშირებულია ოფიციალურ მედიკამენტთან.

2. საქართველოს კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“

• სურსათის ბიზნეს ოპერატორს მოეთხოვება წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (GMP სერტიფიკატი, ლაბორატორიული ანალიზი).

• „VitaNuki“-ს შემთხვევაში ეს დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილება №360 (2022 წლის 12 ივლისი, ამოქმედდა 2023 წლის 1 ივნისიდან)

• ითვალისწინებს, რომ სურსათის ეტიკეტირება უნდა იყოს ზუსტი და არ უნდა შეიცავდეს დაუმტკიცებელ ჯანმრთელობის პრეტენზიებს.

• „ბუნებრივი წონის მართვა“ არ არის EFSA-ს მიერ ავტორიზებული ჯანმრთელობის მტკიცება.

4. საქართველოს მთავრობის დადგენილება №227 (2024 წლის 11 ივლისი, ამოქმედდა 2025 წლის 1 ივნისიდან)

• კრძალავს ფარმაცევტული პრეპარატის სახელწოდების გამოყენებას საკვები დანამატის მარკეტინგში.

• წარწერა „ბუნების ოზემპიკი“ პირდაპირ არღვევს ამ მოთხოვნას.

 აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევა

1. Federal Food, Drug, and Cosmetic Act (FD&C Act), Section 502(a)

• პროდუქტი ითვლება misbranded, თუ ეტიკეტზე გამოყენებული ინფორმაცია შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელს.

2. Lanham Act (Trademark Law), 15 U.S.C. § 1114

• „Ozempic“ არის Novo Nordisk-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. მისი დამახინჯებული ფორმით გამოყენება („ბუნების ოზემპიკი“) წარმოადგენს სავაჭრო ნიშნის დარღვევას.

3. FTC Act, Section 5 (Deceptive Advertising)

• კრძალავს დაუმტკიცებელ ჯანმრთელობის პრეტენზიებს.

• „Natural weight management“ / „ბუნებრივი წონის მართვა“ არის დაუდასტურებელი მტკიცება და რეგულაციასთან შეუთავსებელი.

საბოლოო დასკვნა PHIG/SSG-ის მხრიდან

პროდუქტი „VitaNuki“ აშკარად არღვევს:

•საქართველოს კანონებსა და მთავრობის დადგენილებებს,

•ევროკავშირის სტანდარტებს,

•და აშშ-ის ფედერალურ რეგულაციებს.

ამიტომ ოფიციალური შეფასებაა:

არ არის რეკომენდებული (Not Recommended)

სრულად წაკითხვა