,,სკოლა და განსაკუთრებით, უნივერსიტეტი, აპოლიტიკური კი არა ზეპოლიტიკური უნდა იყოს“ – არჩილ გამზარდია

2 weeks ago 6

1

ანალიტიკოსი, ლექტორი არჩილ გამზარდია:

,,სკოლა და განსაკუთრებით, უნივერსიტეტი, აპოლიტიკური კი არა ზეპოლიტიკური უნდა იყოს, სწორედ ამ ზეპოლიტიკურობის გამოა უნივერსიტეტის მთავარი განზომილება აკადემიური თავისუფლების სახით.

აკადემიური თავისუფლება სტუდენტთა და ლექტორთა მსოფლხმედველობრივ პლურალიზმზეც არია აგებული, სადაც იქ მყოფთა რწმენა, იდეოლოგია, პოლიტიკური თუ სხვა იდენტობა დაცული უნდა იყოს.

სწორედ ამიტომ ჩემთვის იდეურადვე მიუღებელია, უნივერსიტეტს ჰქონდეს რაიმე ერთი პოზიცია, რომელსაც სინამდვილეში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განსაზღვრავდა და ლექტორ-პროფესორებს სხვა შეუქმნიდა ამგვარ სავალდებულო ჩარჩოს. ამგვარი ჩარჩო პირდაპირ დევნის პირობა შეიძლება გახდეს ლექტორ-პროფესორებისა.

თუ მე მკითხავდა ჩემი უნივერსიტეტი, გამოეხატა თუ არა საუნივერსიტეტო პოზიცია რაც გინდა მნიშვნელოვან საკითხზე, მე წინააღმდეგი წავიდოდი.

პოზიცია შეგვიძლია გამოვხატოთ ინდივიდუალურად და ეს გამოხატვა დაცული უნდა იყოს.

მეტიც, ჩემთვის ყველაზე მიუღებელი პირებიც არიან ჩემი კოლეგები, მაგრამ მათი აკადემიური თავისუფლებაც სრულად უნდა იყოს დაცული, მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ მე მათზე.“

სრულად წაკითხვა