სკოლის მოსწავლეები დაიწამლნენ – რას ჰყვებიან მშობლები და აპირებდნებ, თუ არა, სკოლა, რესურსცენტრი და შსს მომხდარის დამალვას?

18 hours ago 2

1

ფოტოკოლაჟი – ეტალონი

გამოცემა ეტალონის ცნობით, საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში სკოლის მოსწავლეები დაიწამლნენ. მედიის ინფორმაციის, სკოლის დირექტორმა, პაატა ჩხეიძემ ფაქტი უარჰყო, არ დადასტურა მომხდარი რესურსცენტრმაც.

კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსმა” კი ბავშვების მოწამვლის ფაქტი არ უარჰყო, თუმცა მიზეზებზე არ ისაუბრა.

მედია სამ წყაროს ასახელებს, ერთ-ერთი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტია, სადაც წერენ, რომ უფროსკლასელებმა ჩადეს პურში თაგვის წამალი და უმცროსკლასელები დაიწამლნენ. პოსტის ავტორი სკოლის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ეტალონის ცნობით, მათ ესაუბრა ორი მშობელი, ერთი ამბობს, რომ ბავშვებმა პური სკოლის გვერდით, თონეში იყიდეს, რის შემდეგაც თავის და მუცლის ტკივილი დაეწყოთ. მშობელი ამბობს, რომ არერთი ბავშვი იყო კლინიკაში გადაყვანილი და ნაწილი ღამის 3 საათზე გამოწერეს, თან ისე, რომ გადასხმა სჭირდებათ და თავი და მუცელი ისევ სტკივათ.

მეორე მშობელი ეტალონთან ამბობს, რომ მისი შვილი კლინიკაშია ისევ, თუმცა, არ იცის რა არის ინტოქსიკაციის მიზეზი.

მედიის ცნობით, სოციალურ ქსელში პოსტი მალევე წაიშალა. ერთი მშობელი ამბობს რომ ღამის 3 საათზე გაწერეს, მეორე ამბობს, რომ არ იცის დიაგნოზი, ფაქტს უარყოფს სკოლა და რესურსცენტრი – არის თუ არა ეს იმის ნიშნები, რომ ფაქტის მიჩქმალვას ცდილობენ? ან მშობელთა ნაწილის გაჩუმებას? როგორ მოხდა, რომ ამდენი მოსწავლის ინტოქსიკაციაზე სკოლას არ აქვს ინფორმაცია? თუ სკოლის ადმინისტრაციამ იცოდა მომხდარზე და იცრუა, როგორ უნდა ვანდოთ ბავშვები მსგავსს ადამიანებს?

და რაც მთავარია, რას მოჰყვა რეალურად მოწამვლა და რატომ არ შეატყობინეს სკოლამ და კლინიკამ ფაქტზე შსს-ს? დაიხურა თუ არა მყისიერად შემოწმებისა და ექსერტიზისთვის თონე?

ვიტყოდით, რომ ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა უპასუხოს, თუმცა, სამწუხაროდ, ისიც უცნობია ჩატარდება თუ არა იბიექტური გამოძიება.

ცნობისთვის, მშობლების თქმით, ბავშვები 2 დღის წინ დაიწამლნენ, თუმცა, 48 საათის მერეც კი, არვ შსს-ს, არც პროკურატურას, არც განათლების სამინისტროს, არც ქალაქის მერს და არც სკოლას განცხადება არ გაუვრცელებია.

სრულად წაკითხვა