სლოვაკეთში, ირლანდიასა და მალაიზიაში “ოცნებამ” ახალი ელჩები დანიშნა

5 days ago 16

სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ირლანდიასა და მალაიზიაში “ოცნებას” ახალი ელჩები ჰყავს.

სლოვაკეთის რესპუბლიკაში ელჩად კონსტანტინე ქვაჩაკიძე დაინიშნა; ირლანდიაში- სოფიო ქაცარავა, ხოლო მალაიზიაში – ირაკლი ასაშვილი.

კონსტანტინე ქვაჩაკიძე –  2000 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.  სლოვაკეთის რესპუბლიკაში დანიშვნამდე, ის კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იყო. მანამდე კი იყო ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

სოფიო ქაცარავა –   2020 წლის 1 მარტიდან იკავებდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის,  ხოლო 2021 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 15 ოქტომბრამდე – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციებს. 2016-2019 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

ირაკლი ასაშვილი –  2024 წლის 1-ლი ივნისიდან მალაიზიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული.  პოზიციაზე მუშაობდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე დიპლომატიურ მისიებში. 2018-2023 წლებში ირაკლი ასაშვილს ეკავა ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა; იყო საქართველოს გენერალური კონსულო თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონსა და ქალაქ სტამბოლში. ირაკლი ასაშვილს  მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

სრულად წაკითხვა