სნუპ დოგმა "სუონსის" აქციები შეიძინა და კლუბის თანამფლობელი გახდა

9 hours ago 4

საინტერესო სიახლე ინგლისური ფეხბურთიდან — ლეგენდარული ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი "სუონსი სიტის" თანამფლობელი გახდა. რეპერმა უელსური კლუბის აქციების გარკვეული ნაწილი შეიძინა და ამით ოფიციალურად შეუერთდა ბრიტანულ სპორტულ ბიზნესს.

"სუონსი სიტი", რომელიც 1912 წელს დაარსდა, ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიპში, ანუ ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს. გასულ სეზონში კლუბმა 46 შეხვედრაში 61 ქულა მოაგროვა და მე-11 ადგილზე დასრულდა. გუნდი 21-ათასიანი ტევადობის სტადიონზე ატარებს საშინაო მატჩებს და წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ისტორია და ტრადიციები დააგროვა — მათ შორის, ინგლისის ლიგის თასის გამარჯვება და უელსის თასის 10 ტიტული.

სნუპ დოგისთვის ეს ნაბიჯი გასაკვირი არ უნდა იყოს მათთვის, ვინც მის გატაცებას სპორტისა და კერძოდ, ფეხბურთის მიმართ იცნობს — მუსიკოსი წარსულშიც არაერთხელ გამოჩენილა ევროპულ მატჩებზე და საჯაროდ გამოუთქვამს სიმპათია ბრიტანული კლუბების მიმართ.

სრულად წაკითხვა