“სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარია-ს”- რას ამბობს გიგი უგულავა

13 hours ago 1

გვიან ღამით გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო შერატონში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორნდენ.

აღნიშნულს გიგი უგულავა ეხმაურება და გიორგი გახარიას გამოჯანმრთელებას უსურვებს და სოლიდარობასაც უცხადებს.

“სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარია-ს. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტატები დაესხნენ.

აქვე ვიტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას შვრებოდა ადრე. გახარია იყო შსს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში ზონდერ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე ჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ.

იქეთ რუსის ზომბები არიან. აქეთ ადამიანები ვართ. ყველანაირი ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ✊“ — წერს გიგი უგულავა

სრულად წაკითხვა