“სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს” – ექიმების პროტესტი ბათუმში

1 week ago 5

პროტესტის მე-14 დღე საქართველოში – ბათუმში, ევროპის მოედანზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც ორი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს. ექიმები უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მედიკოსებმა ევროპის მოედანზე ბანერიც გაშალეს შინაარსით – “სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს”.

“გაოგნებული ვარ იმ ძალადობით, სადისტური და მანიაკალური ქმედებით, რასაც დღეს ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლება ახალგაზრდების წინააღმდეგ ახორციელებს”, – ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტვ პირველთან. 

სრულად წაკითხვა