“სოლიდარობა ქართველებს” – ნობელიანტი ჟურნალისტი მარია რესა

1 week ago 4

ფილიპინელმა ჟურნალისტმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა მარია რესამ ქართულ საზოგადოებას პირდაპირ ეთერში სოლიდარობა გამოუცხადა.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რა ხდება საქართველოში. სულ მცირე 10 დღეა საპროტესტო აქციები იმართება, სადაც პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ამ დღეებში მოწმეების თქმით, სულ მცირე 500 ადამიანი დააკავეს, მათგან 270-მდე, ბევრი ჟურნალისტი, სასტიკად სცემეს ხელისუფლების კრიმინალებმა [ტიტუშკებმა].

ჩვენ ვითხოვთ სპეცრაზმის მიერ ძალადობრივად დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველებს, რომლებიც მშვიდობიანად პროტესტს მართავენ უკეთესი მომავლისთვის.

გამოიყენეთ ჰაშთაგები #standwithGeorgia და #Holdtheline” – თქვა მარია რესამ.

სრულად წაკითხვა