სომხეთის ეროვნულ ასამბლეას ახალი სპიკერი ეყოლება - რუბენ რუბინიანი

1 hour ago 2

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას (პარლამენტს), 2026 წლის 7 ივნისის არჩევნების შედეგების შეჯამებისა და ახალი პარლამენტის მოწვევის შემდეგ, ახალი სპიკერი ეყოლება - რუბენ რუბინიანი.

პარლამენტის მოქმედი სპიკერი ალენ სიმონიანი, - რომელიც ანტირუსული პოზიციებით გამოირჩევა, - 2021 წლიდან იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.

სპიკერის პოსტისათვის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ შიგნით სამი კანდიდატი იბრძოდა: თავად სიმონიანი, ასევე რუბენ რუბინიანი და ჰაიკ კონჯორიანი.

25 ივნისს ნიკოლ ფაშინიანმა „სამოქალაქო კონტრაქტის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა: „პარტიაში დისკუსიებისა და ფარული კენჭისყრის შედეგად, ეროვნული ასამბლეის სპიკერის კანდიდატის პოსტზე არჩეულია რუბენ რუბინიანი“.

36 წლის რუბენ რუბინიანი ალენ სიმონიანის მოადგილე (პარლამენტის ვიცე-სპიკერი) იყო.

ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ალენ სიმონიანი.

რუბინიანის თქმით, ვიცე-სპიკერებს მომდევნო დღეებში აირჩევენ.

რუბინიანი ამ დრომდე სომხეთს ასევე წარმოადგენდა სომხურ მხარეს თურქეთთან მოლაპარაკებებში.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, დარჩება თუ არა ამ მოლაპარაკებების მწარმოებლად, რუბინიანმა გვიპასუხა: „არ ვიცი, არც მიფიქრია ამაზე, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხუთი წუთის წინ, არ გვქონდა ამაზე საუბრის დრო“.

ახალ სპიკერს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სესიაზე აირჩევენ.

სრულად წაკითხვა