სომხეთში ირანიდან სატვირთოს სამალავებით შემოტანილი 143 შეკვრა თმა ამოიღეს

6 days ago 13

“არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანიდან შემოსულ სატვირთოს კაბინაში ბალიშების შიგნით აღმოჩენილი იქნა 143 შეკვრა, საერთო წონით 26 კილოგრამი დაუდეკლარირებელი ბუნებრივი თმა.

„აღკვეთილ იქნა ბუნებრივი თმის უკანონო გზით შემოტანის მცდელობა, ხოლო აღმოჩენილი საქონელი ჩამორთმეული იქნა. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო გამშვებ პუნქტებზე საბაჟო მომსახურებისა და კონტროლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შეადგინეს საბაჟო წესების დარღვევის ოქმი, „საბაჟო რეგულირების შესახებ“ კანონის 316-ე მუხლის საფუძველზე.“

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები გახშირდა.

“წლის დასაწყისიდან ივნისამდე პერიოდში გამოვლენილია ბუნებრივი თმის დაუდეკლარირებლად და საბაჟო კონტროლისგან დამალვით შემოტანის 11 შემთხვევა. ამ პერიოდში სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე სულ 621 შეკვრა, 135.7 კილოგრამი ბუნებრივი თმა შემოიტანეს”.

სრულად წაკითხვა