“სოსოიას რუსი” იყო ეგ, თქვენო მაღალ ყოვლადუსამღვდელეესობავ!” – ლელა ჯეჯელავა მეუფე შიოს

1 week ago 10

ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:

მოსაყდრესაც არ უთქვმს ვინ იყო მტერი, არც ტერიტორიების წამრთმევთათვის დაურქმევია სახელი. მხოლოდ გმირების თავგანწირვაზე აკეთებდა აქცენტს. ” სოსოიას რუსი” იყო ეგ, თქვენო მაღალ ყოვლადუსამღვდელეესობავ!

ცნობისთვის, მეუფე შიომ დღეს, 9 აპრილს, სამებაში, განაცხადა:

„36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანი. და დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის. სამშობლოსთვის თავგანწირვის დიდი გამოვლინება არის თავის სიყვარულის გზა და თავდადების, თავგანწირვის გზა.

9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა და სწორედ ამიტომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის. ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა, მონათა და მხევალთა ღვთისათა, ჩვენი ძმების და დების. ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გააძლიეროს საქართველო და ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს. ამინ!“ 

სრულად წაკითხვა