“სოცქსელების ქაოსი”: META-ს სერვისები 2 საათის განმავლობაში სერიოზული ხარვეზებით (იყო გათიშვებიც) მუშაობდა

7 hours ago 1

თითქმის 2 საათის და მეტი ხნის განმავლობაში სერიოზული ხარვეზებით (იყო გათიშვებიც) მუშაობდა კომპანია META-ს რესურსები Facebook და Messenger – განსაკუთრებით, ასევე, Instagram და WhatsApp – გარკვეულწილად. პოპულარული სერვისები გარკვეული დროის განმავლობაში მიუღწეველი გახდა მომხმარებლებისათვის საქართველოში და მთელ მსოფლიოში.

თბილისის დროით, დაახლოებით 17:45 საათიდან დაიწყო “სოცქსელების ქაოსი”, რამაც კიდევ ერთხელ შექმნა ერთგვარი ტექნოლოგიური ქაოსი. გაკეთდა კონკრეტული განმარტებები კომპანიის მენეჯმენტიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეული მილიონობით მომხმარებელი პრაქტიკულად დამოკიდებული გახდა META-ს სერვისებზე და ის გახდა კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი არხი, ბევრი რამ, მათ შორის, ბიზნესი, საქმიანი კონტაქტები თუ ყოველდღიური ურთიერთობები, აღნიშნულ სოციალურ ქსელებზეა მორგებული და შესაბამისად მისი გათიშვა მილიონობით მომხმარებელის გეგმების პრაქტიკულად სრულ პარალიზებას იწვევს.

დაახლოებით 20:00 საათისთვის (თბილისის დროით) პრობლემები ძირითადად აღმოიფხვრა და ამჟამად META-ს სერვისები სტაბილურად მუშაობენ.

სრულად წაკითხვა