WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

Skip to content

12.08.202612.08.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

აფხაზურმა საინფორმაციო სააგენტო „აპსნიპრესმა“ აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტარისთვის აფხაზეთის [დე ფაქტო – რედ.] მთავრობას მიმართა.

„ბიზნესმა შეიტანა“ – კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას

„საწვავის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან, კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობების ფარგლებში, კვლავ ხორციელდება. გუშინ რუსეთიდან 1100 ტონა ბენზინი შემოვიდა. ამასთან, კვლავ არსებობს გარე სირთულეები, რომლებიც დაგეგმილ მიწოდების გრაფიკზე გავლენას ახდენს.

არსებული გარე სირთულეების, ზაფხულის სეზონზე საწვავზე გაზრდილი მოთხოვნისა და საწვავის მწვავე დეფიციტის თავიდან აცილების გათვალისწინებით, რომელიც მნიშვნელოვანი სოციალური დაწესებულებების ფუნქციონირებაზე უარყოფითად აისახებოდა, განიხილება საავტომობილო საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტების ალტერნატიული წყაროებიდან შემოტანის შესაძლებლობა.

ამჟამად, ობიექტური მიზეზების გამო, საწვავის მიწოდების დამკვიდრებულ წყაროებს პრობლემები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებშიც რუსეთიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი ნებადართულია.

სირთულეებს აფხაზეთის საწვავის ბაზრის მონაწილეებიც შეხვდნენ. მათ შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობის მოძებნა. არსებული ვითარების განმუხტვის მიზნით გადაწყდა, რომ საქართველოდან საავტომობილო საწვავის შემოტანისთვის ხელის შეშლა არ მოხდა. ასე ხდებოდა სხვა კრიზისული სიტუაციების დროსაც. ომისშემდგომ, 1990-იან წლებში, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოში საწვავის მიწოდებაც ხორციელდებოდა.

აფხაზეთის ხელისუფლება ხელს არ შეუშლის რესპუბლიკაში სხვა ქვეყნებიდან საწვავ-საპოხი მასალების შემოტანას და მზად არის, ამ პროცესში საწვავის ბაზრის მონაწილეებს დახმარება გაუწიოს“, – განუცხადეს „აპსნიპრესს“ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში.