“სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“ - პრეზიდენტი

2 weeks ago 5

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სპეცდანიშნულების ძალები აშკარად, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

“დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა.

მათ ურიგებენ “ამფეტამინს“ თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება. ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად წაკითხვა