სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვის პროექტის ფარგლებში 13 ივნისს, ფოთმა ნარჩენების ფესტივალს უმასპინძლა.
ღონისძიება მოიცავდა კონცერტს, გასართობ აქტივობებს, ეკომეწარმეების გამოფენას, ვორქშოფებს, გათამაშებას და კიდევ ბევრ აქტივობას.
ფესტივალზე ფოთის მე-4 საჯარო სკოლას 4 ტონაზე მეტი ელექტრნარჩენის შეგროვებისთვის პრიზი გადაეცა.
ნარჩენების მართვის ფესტივალს 12 ივნისს ხობმაც უმასპინძლა.
პროექტის ფარგლებში, ფოთსა და ხობში განთავსდა სპეციალური ურნები, მოსახლეობას საშუალება ექნება ჩააბარონ ელექტრონარჩენები გადამუშავებისთვის.