აქციის ერთ ერთს მონაწილეს, დათო ოქრუაშვილს, რომელიც საპოლიციო ძალებმა 2 დღის წინ დააკავეს და სცემეს, თვალისა და ყბის ოპერაცია ჩაუტარდა. მას პლატინა ჩაუსვეს. როგორც “მთავარ არხთან” ოქრუაშვილის მეგობარი ამბობს, დაკავების შემდეგ ახალგაზრდას თან აღარ ჰქონდა საფულე და ტელეფონი.
ბოლო მონაცემებით, შსს-მ მიმდინარე აქციებზე ჯამში 224 ადამიანი დააკავა. დაკავებულები სხვადასხვა იზოლატორებში არიან გადაყვანილი და როგორც მათი მონახულების შემდეგ, ადვოკატები ამბობენ, არიან ნაცემები.