სპეცრაზმის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა სამსახური დატოვა

2 weeks ago 14

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმსართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა სამსახური დატოვა.

მიზეზად პატაკში ის „ოჯახურ პირობებს“ ასახელებს.

ინფორმაციას თავად შაიშმელაშვილი ავრცელებს ფეისბუკზე.

ფეისბუკ-პოსტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აქვეყნებს.

მან გამოაქვეყნდა პატაკი, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება.

„გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო, გამანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, - სწერს იგი მინისტრ ვახტანგ გომელაურს.

მეშვიდე დღეა რუსთაველის გამზირზე თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.

დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.

სრულად წაკითხვა