სპორტი, კულტურა და ეკლესია დაყო და გაყო – პრეზიდენტი

2 days ago 5

“მმართველმა პარტიამ”, რომელიც გველაპარაკებოდა მშვიდობაზე და ომი დაუწყო თავის ხალხს”- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მხარეს, რასაც ის “რუსულ ტრაგედიას” ეძახის, არიან “შეშინებულები, დაბოღმილები, სანქცირებულები, არავისგან აღიარებულები”.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ივანიშვილის გუნდმა ყველა წერტილი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ერთობის, გაერთიანების, ყველაფერი ჩამოშალა:

სპორტი, კულტურა და ეკლესია, ყველაფერი დაყო და გაყო.  ეს არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე აკეთებდა მტერი, აკეთებდა რუსეთი, დაყოფა ამ ერის, დაყოფა ამ საზოგადოების იმისთვის, რომ ყოფილიყო მმართველი და ბატონი. ამიტომ არის “ქართული ოცნება” რუსული ტრაგედია”- თქვა ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა და სვეტიცხოველისკენ გაემართა, სადაც პარაკლისი გაიმართება.

მისი თქმით, ორბელიანების სასახლე იქამდე იყო პრეზიდენტის სიმბოლო, სანამ პრეზიდენტი იყო ლეგიტიმური.

სრულად წაკითხვა