სპორტული ინტერესი მკლავს, ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე – ოქრუაშვილი

1 week ago 12

“სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე, ვიდრე ქვეყანაში გისოსებში ვიჯდე” – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძებაზე შეფარდებაზე იმსჯელეს.

ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა კომენტარი გააკეთა მედიასთან პროცესის დასრულების შემდეგაც და თქვა, რომ “თავისუფლება არ არც 20 და 50 ათას ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვით იზომება”

დამაზუსტებელ კითხვაზე, “მართლა არ აპირებს, რომ გირაო გადაიხადოს და ციხეში წავიდეს”, როგორც ეს სხდომაზე განაცხადა, ოქრუშვილმა თქვა, რომ “შეიძლება ციხეშიც წავიდეს”

“ძველი ცუდი დრო რომ იყო, აი წინა ხელისუფლების, ბნელი და უკუნი რომ იყო”, მაშინ ივანიშვილმა შემოგვითვალა ბადრი პატარკაციშვილს ფული წაართვითო. ეგეთი ადამიანები ყველაზე მტკივნეულად ამაზე რაგირებენ, ეტყობა ეგეთში გულისხმობა მდიდარ ადამიანებს, არვიცი და ზუსტად ამ ფილოსოფიით ცხოვრობს დღესაც. თავისუფლება არ იზომება არც 20 ათას ლარად, არც 50 ათას ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვით. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი, მაგრამ ის ამას ვერ გაიგებს ვეღარასდროს, ამ ასაკში ადამიანები არ იცვლებიან. 

შეიძლება ციხეშიც წავიდე და არ გადავიხადო.

ჩვეულებრივი ცირკია, საქართველოს საგამოძიებო კომისია და პარლამენტი არ ჰყავს. თუ რამის გამოძება უდნოდათ 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ყველა საქმეზე გასულიად ა აქამდე გამოეძიებინათ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. 

სრულად წაკითხვა