სროლა მარნეულში – ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

1 day ago 4

სროლა მარნეულში – ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ. -მ მიმდინარე წლის 4 ივნისს, მარნეულში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1998 წელს დაბადებულ ვ.გ. -ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა,რის შემდეგაც რ.გ. – სთან ერთად მიმალვას შეეცადა, თუმცა ორივე მათგანი პოლიციამ ბრალდებულის სახით დააკავა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი: 2003 წელს დაბადებული ე.მ. და 2005 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

ე.მ. – ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარება, ხოლო რ.გ.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ. -მ მიმდინარე წლის 4 ივნისს, მარნეულში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1998 წელს დაბადებულ ვ.გ. -ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა,რის შემდეგაც რ.გ. – სთან ერთად მიმალვას შეეცადა, თუმცა ორივე მათგანი პოლიციამ ბრალდებულის სახით დააკავა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა