ტელეგრამ-არხი AMRA-life წერს, რომ პარლამენტში მაინინგის შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა.
„შეხვედრისას ადგურ ხარაზია და კან კვარჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ადგურმა იარაღი ამოიღო და (კანს) ესროლა. გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა“, - წერს გამოცემა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მივიდა. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.