სოხუმის დე ფაქტო პარლამენტთან სროლა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტყვია დეპუტატებს ვახტანგ გოლანძიასა და კან კვარჩიას მოხვდათ.
დეპუტატი ვახტანგ გოლანძია გარდაიცვალა.
დეპუტატი კან კვარჩია ხელის არეშია დაჭრილი და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. მას ოპერაცია უტარდება.
აფხაზური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, დღეს, დე ფაქტო პარლამენტში მაინინგის აკრძალვის კანონპროექტი განიხილეს.
“შეხვედრის დროს ადგურ ხარაზია და კან კვარჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ადგურმა იარაღი ამოიღო და კანს ესროლა. გარდაცვლილმა ვახტანგ გოლანძიამ მათი გაშველება სცადა,” – წერს ტელეგრამ არხი.