WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

34

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

,,ნაციონალურ მოძრაობას დაეთმო გუშინდელი და დღევანდელი დღე საკონსტიტუციო სასამართლოში. შესანიშნავად დასაბუთებული და ძალიან დამაჯერებლად (რაც არა ნაკლებად მნიშვნელოვანია) წარმოდგენილი პოზიციები მოვისმინეთ. ადგილზე იყო ლოგოსიც და პათოსიც. კომპლიმენტები ჩემგან კოლეგებს!

ხვალ უკვე ჩვენ ვეცდებით ქართული ოცნების დიქტატურის გაშიშვლებას რეალური ფაქტებით და სამართლებრივი არგუმენტებით. ვეცდებით, პირველ რიგში, მათთვის, ვინც თვალ-ყურს ადევნებს ამ ისტორიულ პროცესს და დიახ, ნამდვილად ისტორიულ ტექსტებს ისმენს. სრულიად გადაუჭარბებლად ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.

ყველაფერი კარგად იქნება. სამშობლოს გადავარჩენთ. დანარჩენი მეორეხარისხოვანია.“