“სრულიად ნათელია, რომ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაუნდობელ რეჟიმთან, რომელიც სიამოვნებას იღებს მსგავსი სადისტური მოქმედებებით” – მიხეილ სააკაშვილი

11 hours ago 3

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პატიმრობაში მყოფი ზურა ჯაფარიძისა და გია ჯაფარიძის დედის გარდაცვალების ფაქტს და მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველ გუნდთან მიმართებაში:

გარდაიცვალა ჩვენი მეგობრების ზურა და გია ჯაფარიძეების დედა, ვუსამძიმრებ მათ. სიტუაციას განსაკუთრებით ტრაგიკულს ხდის ის ფაქტი, რომ მათი დედა საკმაოდ მძიმე მდომარეობაში იყო მაშინ, როცა ზურა შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს, რომელიც, როგორც ექიმი, მისი მთავარი მომვლელი იყო.

უკვე მეოთხე პოლიტიკური პატიმრის მშობელი შეეწირა უკანონოდ დაკავებულ შვილზე დარდს, სრულიად ნათელია, რომ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაუნდობელ რეჟიმთან, რომელიც სიამოვნებას იღებს მსგავსი სადისტური მოქმედებებით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სრულად წაკითხვა