სს “თელასი”: 1-2 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

7 hours ago 4

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

1 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, ხოშარაულის, კერესელიძის, გოგოლაურის, ელიავას, დიდუბის, რაფიელ აგლაძის, კოროშინაძის, ყიფიანის, გაფრინდაულის, გვეტაძის და ალიო მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

2 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონების I კვარტლის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონების I კვარტლის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ლითონკონსტრუქციების დასახლების (ნაწილობრივ), მხატვრების დასახლების (ნაწილობრივ), თეოფანე დავითაიას, ხელოვანთა, შალვა მშველიძის, ნიკო მუსხელიშვილის, შანდორ პეტეფის, ზურაბ პატარიძის, ემზარ სულაქველიძის და ალუბლების ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად წაკითხვა