WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების, სამხედრო გზატკეცილის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ბაგრატ მესამეს, ჭანდრის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, რაზმაძის, სტივენის, თავდადებულის და გეხტმანის ქუჩების მოსახლეობას.

18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, შროშის, კეკელიძის, მარაბდის, ქობულეთის, ჟვანიას, შენგელიას, ღოღობერიძის და მარუხის გმერების ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.