სს “თელასი”: 19 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

10 hours ago 3

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

19 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, მესხეთის, ყვარლის, ოლღა ბახუტაშვილის, ნოე ხომერიკის, უშაკოვის, ამირაჯიბის, ტვიშის, რატილის, თოლენჯის, შალვა მშველიძის და გეზათის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, VI კვარტლების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე იოსელიანის, ფხაკაძის, ანა პოლიტკოვსკაიას და აკაკი ფაღავას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად წაკითხვა