ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:
20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს მთის, ვიქტორ დოლიძის, ბახტრიონის, ზურაბ ქაფიანიძის, იყალთოს, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, გურამ ბზვანელის, ბერბუკის, პავლე ასლანიდის, ხაზინის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, მერაბ კოსტავას და პანკისის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, გიორგი ნადარეიშვილის, რუსუდანის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ივლეთის, ბესიკ გეთიას, სამგორის, შოთა ნადირაშვილის, ბერთუბანის და ნარგიზის ქუჩების მოსახლეობას.
21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ნადარეიშვილის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების, ვირსალაძის, სოფიევას და მეფე ლუარსაბ პირველის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
paraleli პოლიტიკა